Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა

30 July, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, მერის მოადგილეებმა და „კომუნალური1“-ის ხელმძღვანელმა ბერდო ასანიშვილმა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს.

„თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქცია გაკისრიათ ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. თქვენ ხართ ის ადამიანები ვინც ყოველდღე დაუღალავად შრომობთ იმისათვის, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები მუდმივად სუფთა და მიმზიდველი იყოს, მითუმეტეს, რომ სიღნაღი ტურისტული ქალაქია და თქვენზეა დამოკიდებული ჩვენთან მოსულ სტუმრებს რამდენად მოვლილი და ლამაზი ქუჩები დახვდებათ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის, ჯანმრთელობა, სიკეთე და მხნეობა გისურვოთ,“ აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე ყოველდღიურად 46 თანამშრომელი ზრუნავს.

 

Share page