Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის ხელოვნების ფესტივალი დასრულდა

26 August, 2024

24 აგვისტოს, არტ-ფესტივალი შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული პრიზები: სიგელები, ფულად ჯილდოსთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილმა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ გადასცეს.

ფესტივალის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის უფროს კურატორ ნანა შერვაშიძესა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს მარიამ ინანაშვილს. 

 

Share page