Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

26 September, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ქალაქ წნორში ალაზნის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაგებულია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი მშენებლობას ადგილზე გაეცნენ.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 655 000 ლარია, 1200 მეტრზე ასფალტის დაგებას, ბეტონის ხიდის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

 

Share page