სოფელ ილიაწმინდაში სკვერის მოწყობა
სოფელ ილიაწმინდაში სკვერის მოწყობა გრძელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით ჩატარდება სკვერის შიდა ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოპირკეთდება ბეტონის ფერადი ფილით, სკვერში დამონტაჟდება გარე განათება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში იდგმება სკამები, სანაგვე ურნები და სკვერის ტერიტორია შემოიღობება.
ამ ეტაპზე ბორდიურები და ღობისთვის განკუთვნილი ბეტონი უკვე ჩასხმულია.
პროექტი სოფლის მხარდაჭერი პროგრამით ხორციელდება და მასზე 47 738 ლარი დაიხარჯება.