Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მერიასა და ,,დინამო თბილისის“ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

21 October, 2024

კიდევ ერთი სიახლე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცხოვრებაში.

ქალაქ წნორში ,ახლად გახსნილ სპორტულ კომპლექსში, საფუძველი ჩაეყარა საფეხბურთო კლუბ ,,დინამო თბილისის“ საფეხბურთო სკოლისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობას.

სიღნაღის მერიასა და ,,დინამო თბილისის“ სკოლას შორის გაფორმდა მემორანდუმი.

მემორანდუმის საფუძველზე მერიის ჩართულობითა და მხარდაჭერით, მოხდება ,,დინამო თბილისის“ საფეხბურთო სკოლის დაფუძნება 6 წლიდან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდების შემადგენლობით.

მემორანდუმს ხელი ,,დინამო თბილისის“ საფეხბურთო სკოლის“ დირექტორმა ლევან გვანცელაძემ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, ,,დინამოს“ საფეხბურთო სავარჯიშო მეთოდოლოგია დაინერგება, ადგილობრივი მწვრთნელები გადამზადებას გაივლიან, ხოლო გამორჩეული მოთამაშეები „დინამოს“ აკადემიაში დაწინაურდებიან.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებას უსურვებს ახალგაზრდებს საფეხბურთო კარიერაში.

 

Share page