Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ტიბაანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

31 October, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში „პრასიანის“ უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე გზის გარკვეულ ნაწილზე ასფალტის საფარი უკვე იგება.

აღნიშნული პროექტი, ჩიხების, შესახვევების და სანიაღვრე სისტემის მოწყობასაც ითვალისწინებს.

ჯამში 3 კილომეტრიანი სიგრძის საპროექტო მონაკვეთზე 2810000 ლარი იხარჯება. გზის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

 

Share page