Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

საკრებულო - მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქი ან თვითმმართველი თემი)  წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც ირჩევს შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობა პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობს  საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

2021 წლის 2 ოქტომბრის  თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 დეპუტატით დაკომპლექტდა: პარტია ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 26 დეპუტატით  იქნა წარმოდგენილი, აქედან 12 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 14  პროპორციული სიით,   ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 9 დეპუტატით, პარტია ,,საქართველოსთვის“-1 დეპუტატით .

საკრებულოში ქალთა შემადგენლობა წარმოდგენილია: პარტია ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ექვსი წევრით და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- სამი წევრით.

 

 

 

                                                   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო

                                                    სიღნაღი დ.აღმაშენებლის მოედანი # 2

                                                      Signagi_sakrebulo@yahoo.com

Share page