კონკურსის ჩატარების წესი
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და საქართველოს მთავრობის N204 დადგენილებით.
- კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირი;
ა) კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე;
ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენისთვის
განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე;
გ) დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან
შესაბამისობის შესახებ;
დ) მიმართოს ბიუროს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების
მოთხოვნით;
ე) გაასაჩივროს ღია და დახურული კონკურსის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
ვ) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლება-მოვალეობები.
- კონკურსისა და ატესტაციის შედეგების გასაჩივრება;
- კონკურსის შედეგების გასაჩივრება
კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების
თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.