Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება

 

მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება

 

მომსახურებით სარგებლობა მრავალშვილიან ოჯახებს,  რომელთაც ჰყავთ ოთხი  და  მეტი არასრულწლოვანი 18  წლამდე ასაკის შვილი, დედის დღესთან  დაკავშირებით  მიეცეს  ერთჯერადი  დახმარება  100 (ასი)  ლარის ოდენობით.

 დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში  გახსნილ პირად  ანგარიშზე;

2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მრავალშვილიან უსახლკარო

მოქალაქეებზე სიღნაღის  მუნიციპალიტეტი  უზრუნველყოფს  საცხოვრებელი  ფართის  ქირის

ანაზღაურებას  ან  თანადაფინანსებას  თვეში  არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.

მომსახურების მისაღებად  მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და   საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ქირავნობის ხელშეკრულება.

 

Share page