Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

26 მაისი

22 May, 2019

 

26 მაისი სიღნაღის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულით აღინიშნება და მის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება. დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი იხილეთ დაწვრილებით:

23 მაისი - სიღნაღის თეატრში საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ წარმოგიდგენთ სპექტაკლს -„საუკუნის მკვლელობა “,   დასაწყისი 17:00 საათი.

24-26 მაისი - სიღნაღის თეატრში გაიმართება ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2019“, დასაწყისი 11:00 საათი.

26 მაისი - 12:00 საათზე, აღმაშენებლის მოედნიდან  ქალაქში დაიწყება საზეიმო მსვლელობა საქართველოს დროშების თანხლებით.

26 მაისი - სიღნაღის „ბულვარის“ ტერიტორიაზე ჩატარდება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. მასში მონაწილეობას მიიღებენ აა(ი)პ კომპლექსური სასპორტო სკოლების გაერთიანების საქობოს, წნორის და ტიბაანის სექციის მოსწავლეები. დასაწყისი 12:30 საათი.

26 მაისი - აღმაშენებლის მოედანზე ჩატარდება მინი ტურნირი ჭადრაკში. დასაწყისი 12:30 საათი.

26 მაისი - სიღნაღის „ბულვარში“ ჩატარდება შეჯიბრი მკლავჭიდში. დასაწყისი 12:30 საათი.

26 მაისი - აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება კვირეულის დასკვნითი კონცერტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან  ჩამოსული ცეკვის და სიმღერის ანსამბლები. კონცერტი 4 საათს გაგრძელდება. დასაწყისი 13:00 საათი.

27 მაისი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საგანმანათლებლო სემინარი „ტრადიცია და გლობალიზაცია“. სემინარს ჩაატარებს ცნობილი ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი  გია ბაღაშვილი. დასაწყისი 13:00 საათი.

Share page