Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო აუქციონი

Publish date: 31 July, 2019
End date: 29 August, 2019
რეიტინგი:

  (0 ადამიანი)

განაცხადის #:82406KGV61647419   
აუქციონის #:82406
ლოტის #:616474
დაწყება/დასრულება
31/07/2019 12:00 - 29/08/2019 12:00
საწყისი ფასი:115500 e
ვაჭრობის ბიჯი:3000 e
საგარანტიო თანხა:20000 e
ტელეფონი:0355232311
თვისებები
განმკარგავი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ქვეყანასაქართველოქალაქისიღნაღი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)აღმაშენებლის ქ. 1გადახდის ბოლო ვადა30.09.2019
ტელეფონის ნომერი0355232311შენობის მდგომარეობასარემონტო
შენობის ფართობი(მ²)145.97კონდიციონერი 
საკადასტრო კოდი56.14.41.131.01/500ლიფტი 
ელექტრო მომარაგება ბუხარი 
ავეჯი აივანი 
ლოჯი TV 
ცხელი წყალი გათბობა 
სათავსო Rs რუკის მხარდაჭერა 
წყალი და კანალიზაცია ბუნებრივი გაზი 
ტელეფონი ინტერნეტი 
პარკირება 
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
ქ. სიღნაღში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე (შესასვლელი ლოლაშვილის ქუჩის მხრიდან) 145,97 კვ.მ. ფართობის 7 ოთახის, მასზე წილობრივად დამაგრებული 73,34 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, ს/კN56.14.41.131.01/500. შენობის მდგომარეობა-სარემონტო.
პირობა
უპირობო
აღწერილობა

განცხადებისმიღებისადგილი: 

      ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველისართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური.

      განცხადებების მიღება დაიწყება 31 ივლისს 12:00-ზე და შეწყდება 29 აგვისტოს 12:00-ზე აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე.

       საბანკო რეკვიზიტები: ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის (ბილეთის საფასური-200ლ), სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი−300528800. აუქციონში გამარჯვებულისთვის: სიღნაღისმუნიციპალიტეტის მერია,  საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზებიდან შემოსულ თანხებზე − 300523313.

 

აუქციონშიმონაწილეობა:

 

          აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ანპირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

          აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგიდოკუმენტები:

ა)  ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტისმერია).

ბ)         „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები.

გ)         პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი.

დ)        განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის).

ე)         ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებსსხვა პირის სახელით.

          საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე„ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად  აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალიფასი შესთავაზა.

            აუქციონში გამარჯვებული მყიდველი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში  დაფაროს საპრივატიზაციო ქონების სრული საფასური. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გააფორმებსარ გადაიხდის ქონების სრულ საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება და შეტანილი ,,ბე“არ დაუბრუნდება.

        ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღისმუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში.  ტ. 0(355) 23 23 11.

       

                სიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია

Share page