Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"განახლებული რეგიონები"

10 December, 2021

✅ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქალაქ სიღნაღში ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი გაეცნენ.

✅ პროგრამით დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება, ეს კი დადებითად აისახება იმ ხარჯებზე, რაც ამ შენობების გათბობას უკავშირდება.

✅ პროექტის ფარგლებში ქალაქ სიღნაღში სარაჯიშვილის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, შენობების ფასადების, ტროტუარების, ჭიშკრების შეცვლა 2022 წელს დასრულდება.

✅ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. 

 

Share page