"განახლებული რეგიონები"
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქალაქ სიღნაღში ინფრასტრუქტურულ პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი გაეცნენ.
პროგრამით დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება, ეს კი დადებითად აისახება იმ ხარჯებზე, რაც ამ შენობების გათბობას უკავშირდება.
პროექტის ფარგლებში ქალაქ სიღნაღში სარაჯიშვილის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, შენობების ფასადების, ტროტუარების, ჭიშკრების შეცვლა 2022 წელს დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.