Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფოტოგამოფენა

24 January, 2022

 26 იანვარს „თემი ქედელის“ ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მხარდაჭერით, ლევან ხერხეულიძისა და არჩილ ქიქოძის ფოტოგამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი“ გაიმართება.

✅ ფოტოგამოფენა 14:00 საათზე სიღნაღის ცენტრალურ სკვერში გაიხსნება.

✅ ამავე დღით, ქალაქ სიღნაღის თეატრში 15:00 საათზე დოკუმენტური ფილმის - „მოდის ჩვენება: გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ ჩვენება გაიმართება.

✅ ფილმის მიზანი ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

✅ გამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი“ მომზადდა შვედური პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, რომელსაც „გლადა ჰუდიკ თეატრი“ საქართველოში „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

✅ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

✅ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ, დაიცვან კოვიდ რეგულაციები და ფილმის ჩვენებაზე იქონიონ მწვანე პასპორტი. 

 

Share page