Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში ფოტოგამოფენა „ჩვენ -30 ამბავი“ გაიმართა

26 January, 2022

26 იანვარს, ორგანიზაცია - თემი „ქედელის“ ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მხარდაჭერით, თეატრში ფოტოგამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი“ გაიმართა.

✅ გამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი” მომზადდა შვედური პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, რომელსაც „გლადა ჰუდიკ თეატრი“ საქართველოში „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს. მასში მონაწილეობა ქალაქ სიღნაღში არსებული ორგანიზაციის თემი „ქედელის“ ბენეფიციარებმა მიიღეს.

✅ პროექტის ფარგლებში მიზნობრიცი ჯგუფის წარმომადგენლების ფოტოკოლაჟი თავისი ისტორიებით ლევან ხერხეულიძემ და არჩილ ქიქოძემ შექმნეს.

✅ ამავე დღით, ქალაქ სიღნაღის თეატრში 15:00 საათზე დოკუმენტური ფილმის - „მოდის ჩვენება - გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ ჩვენება გაიმართა.

✅ ფილმის მიზანი ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

✅ ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სიღნაღის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, „ქედელის“ და „ბროწლიანის სათნოების სახლის“ ბენეფიციარები დაესწრნენ.

✅ ფოტოგამოფენა „ჩვენ - 30 ამბავი“ 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გაგრძელდება.

 

Share page