სიღნაღში ფოტოგამოფენა „ჩვენ -30 ამბავი“ გაიმართა
26 იანვარს, ორგანიზაცია - თემი „ქედელის“ ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მხარდაჭერით, თეატრში ფოტოგამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი“ გაიმართა.
გამოფენა „ჩვენ – 30 ამბავი” მომზადდა შვედური პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, რომელსაც „გლადა ჰუდიკ თეატრი“ საქართველოში „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს. მასში მონაწილეობა ქალაქ სიღნაღში არსებული ორგანიზაციის თემი „ქედელის“ ბენეფიციარებმა მიიღეს.
პროექტის ფარგლებში მიზნობრიცი ჯგუფის წარმომადგენლების ფოტოკოლაჟი თავისი ისტორიებით ლევან ხერხეულიძემ და არჩილ ქიქოძემ შექმნეს.
ამავე დღით, ქალაქ სიღნაღის თეატრში 15:00 საათზე დოკუმენტური ფილმის - „მოდის ჩვენება - გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ ჩვენება გაიმართა.
ფილმის მიზანი ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სიღნაღის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, „ქედელის“ და „ბროწლიანის სათნოების სახლის“ ბენეფიციარები დაესწრნენ.
ფოტოგამოფენა „ჩვენ - 30 ამბავი“ 27 იანვრიდან 10 თებერვლამდე სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში გაგრძელდება.