შეხვედრები მოსახლეობასთან
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლებში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოსა და ქალაქ წნორში გაიმართა.
საკონულტაციო შეხვედრებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე, დავით დურგლიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივებმა საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს და პრიორიტეტებიც შეარჩიეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი გამოიყო.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.
მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2022