ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრები მოსახლეობასთან

22 თებერვალი, 2022

➡️ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

➡️ დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლებში - ანაგაში, ვაქირში, მაშნაარში, საქობოსა და ქალაქ წნორში გაიმართა.

➡️ საკონულტაციო შეხვედრებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე, დავით დურგლიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

➡️ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივებმა საპროექტო წინადადებები წარმოადგინეს და პრიორიტეტებიც შეარჩიეს.

➡️ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი გამოიყო.

➡️ აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.

➡️ მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2022 

 

გააზიარე