ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ქვ. ბოდბეში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
ახალი საბავშვო ბაღისთვის 75 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესამაბამისი შენობა აშენდება.
პროექტი ასევე, ითვალისწინებს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელს შეუწყობს როგორც სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, ასევე, მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.