ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ქვ. ბოდბეში

23 თებერვალი, 2022

✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

✅ ახალი საბავშვო ბაღისთვის 75 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესამაბამისი შენობა აშენდება.

✅ პროექტი ასევე, ითვალისწინებს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.

✅ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

✅ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელს შეუწყობს როგორც სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, ასევე, მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. 

 

გააზიარე