ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“
საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში საქობოს ბიბლიოთეკში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩაატარდა.
მასში მონაწილეობა საქობოს და მაშნაარის სკოლის გუნდებმა მიიღეს. თამაშის გამარჯვებული გუნდი - „ვალკირიები“, გახდა რომლის შემადგენლობაში ჟანა ზურაშვილი (გუნდის კაპიტანი), ელიზბარ ზურაშვილი, სალომე ძამაშვილი და ქეთი ჯიბღაშვილი იყვნენ.
ღონისძიება საქობოს ბიბლიოთეკარ - ვენერა კვირიკაშვილს მიჰყავდა და მიზნად ახალგაზრდებში ინტელექტუალური დონის ამაღლებას ისახავდა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს სამახსოვრო პრიზები და სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას „ა(ა)იპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურეობის ცენტრის“ და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.