ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“

6 May, 2022

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში საქობოს ბიბლიოთეკში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩაატარდა.

მასში მონაწილეობა საქობოს და მაშნაარის სკოლის გუნდებმა მიიღეს. თამაშის გამარჯვებული გუნდი - „ვალკირიები“, გახდა რომლის შემადგენლობაში ჟანა ზურაშვილი (გუნდის კაპიტანი), ელიზბარ ზურაშვილი, სალომე ძამაშვილი და ქეთი ჯიბღაშვილი იყვნენ.

ღონისძიება საქობოს ბიბლიოთეკარ - ვენერა კვირიკაშვილს მიჰყავდა და მიზნად ახალგაზრდებში ინტელექტუალური დონის ამაღლებას ისახავდა.

გამარჯვებული გუნდის წევრებს სამახსოვრო პრიზები და სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას „ა(ა)იპ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურეობის ცენტრის“ და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

გააზიარე