Hot line : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოციალური მომსახურების ნოემბრის ანგარიში

30 November, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2022 წლის ნოემბერში ისარგებლა 215 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 69 478 ლარი.
კერძოდ:
➡️ სამედიცინო დახმარების მუხლი (42 ბენეფიციარი) - 21330 ლარი, დეტალურად:
1. დიაგნოსტიკური კვლევებისთვის (22 ბენეფიციარი) - 10470,
2. სტაციონარული (ოპერაციებზე) მკურნალობისთვის - (13 ბენეფიც) - 7000,
3. სარეაბილიტაციო მკურნალობა (7 ბენეფ) - 3860 ლარი;
➡️ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (35 ბენეფიციარი) - 4900 ლარი;
➡️ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (95 ბენეფიციარი) - 16000 ლარი;
➡️ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის მუხლიდან (4 ბენეფიციარი) - 600 ლარი;
➡️ მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (2 ბენეფიციარი) - 350 ლარი;
➡️ ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახების დახმარება (5 ბენეფიციარი) - 18198 ლარი;
დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (1 ოჯახი) - 5000 ლ;
➡️ დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (31 ბენეფიციარი) - 3100 ლარი;

 

Share page