სოციალური მომსახურების ნოემბრის ანგარიში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2022 წლის ნოემბერში ისარგებლა 215 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 69 478 ლარი.
კერძოდ:
სამედიცინო დახმარების მუხლი (42 ბენეფიციარი) - 21330 ლარი, დეტალურად:
1. დიაგნოსტიკური კვლევებისთვის (22 ბენეფიციარი) - 10470,
2. სტაციონარული (ოპერაციებზე) მკურნალობისთვის - (13 ბენეფიც) - 7000,
3. სარეაბილიტაციო მკურნალობა (7 ბენეფ) - 3860 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (35 ბენეფიციარი) - 4900 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (95 ბენეფიციარი) - 16000 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის მუხლიდან (4 ბენეფიციარი) - 600 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა (2 ბენეფიციარი) - 350 ლარი;
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის ოჯახების დახმარება (5 ბენეფიციარი) - 18198 ლარი;
დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება (1 ოჯახი) - 5000 ლ;
დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (31 ბენეფიციარი) - 3100 ლარი;