მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის აგვისტოს თვის სოციალური პაკეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2023 წლის აგვისტოს თვეში 207 მოქალაქემ ისარგებლა და მასზე 73 675 ლარი დაიხარჯა.
კერძოდ:
სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, 34 ბენეფიციარი - 14037 ლარი;
ოპერაციების თანადაფინანსება, 15 ბენეფიციარი - 5443 ლარი;
ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაცია, 9 ბენეფიციარი - 6820 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, 32 ბენეფიციარი - 6150 ლარი;
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა, 5 ბენეფიციარი - 1000 ლარი;
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება, 65 ბენეფიციარი - 14150 ლარი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება, 4 ბენეფიციარი - 700 ლარი;
დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება, 5 ოჯახი -18000 ლარი;
მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა, 1 ბენეფიციარი - 200 ლარი;
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება, 3 ოჯახი - 2750 ლარი;
სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების დახმარება, 1 სტუდენტი - 1125 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა, 33 ბენეფიციარი - 3300 ლარი.