ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის აგვისტოს თვის სოციალური პაკეტი

5 სექტემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური პაკეტით 2023 წლის აგვისტოს თვეში 207 მოქალაქემ ისარგებლა და მასზე 73 675 ლარი დაიხარჯა.
 
     კერძოდ:
➡️ სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, 34 ბენეფიციარი - 14037 ლარი;
➡️ ოპერაციების თანადაფინანსება, 15 ბენეფიციარი - 5443 ლარი;
➡️ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაცია, 9 ბენეფიციარი - 6820 ლარი;
➡️ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, 32 ბენეფიციარი - 6150 ლარი;
➡️ ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა, 5 ბენეფიციარი - 1000 ლარი;
➡️ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება, 65 ბენეფიციარი - 14150 ლარი;
➡️ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება, 4 ბენეფიციარი - 700 ლარი;
➡️ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ფინანსური დახმარება, 5 ოჯახი -18000 ლარი;
➡️ მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა, 1 ბენეფიციარი - 200 ლარი;
➡️ ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება, 3 ოჯახი - 2750 ლარი;
➡️ სოციალურად დაუცველი სტუდენტების, ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების დახმარება, 1 სტუდენტი - 1125 ლარი;
➡️ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა, 33 ბენეფიციარი - 3300 ლარი.

 

გააზიარე