Hot line : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ონკოლოგიური პაციენტებისთვის

მუხლი 4. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება

1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი.

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

  4. პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული (ოპერაცია, მკურნალობა) და ამბულატორიული მკურნალობისათვის (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია) 300 ლარამდე სრული ოდენობით. 300 ლარიდან ზემოთ არაუმეტეს 700 ლარისა;

 ბ) დიაგნოსტიკური კველევებისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

 გ) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის არაუმეტეს 300 ლარისა;

 დ) წერილი სადაზღვევო კომპანიებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.03.2022 წ.

 

Share page