ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ღვინის დღეები სიღნაღში

12 ოქტომბერი, 2023
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 11 ოქტომბერს სიღნაღში ღვინის დღეები აღინიშნა.
ღვინის დღეებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის ვიზიტორები და მოსახლეობა ესწრებოდნენ.
ქალაქის ცენტრალურ სკვერში დღის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იყო წარმოდგენილი. ადგილობრივმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინოები წარმოადგინეს.მოეწყო შემოდგომის და ღვინის თემატიკის პავილიონები და ფოტოზონები.
კვების სივრცეში წარმოდგენილი იყო კუთხური სამზარეულო.
მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ პურის ცხობაში, თათარის მომზადებასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.
ღვინის დღეეები სიღნაღში კონცერტით დასრულდა, რომელშიც ნეკა სეფისკვერაძე, გიორგი ცხადაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ანი კეკუა, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, ანსამბლი „ირაო“ მონაწილეობდნენ.

 

გააზიარე