ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

6 ოქტომბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ რიგით პირველი, სასკოლო შემოდგომის სერია გაიმართა.
მასში 16 საჯარო და კერძო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაღალი კლასის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.
ღონისძიების მიზანია სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ერუდიციისა და ინტელექტუალური დონის ამაღლება.
ინტელექტუალური ღონისძიება საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

 

გააზიარე