ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

26 ნოემბერი, 2021

25 ნოემრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობის საბჭოსა და შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს ძალისხმევით შემდეგ ღონისძიებებს გამართავს:

25 ნოემბერი ( საერთაშორისო დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ) სიღნაღის მუნიციპალიტეტი უერთდება კამპანიას აქციით: ,,დაგმე ქალთა მიმართ ძალადობა“.

3 დეკემბერი 12:00 სთ სიღნაღის თეატრის შენობაში გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონონისძიება.

6 დეკემბერი 15:00 სთ (ეძღვნება მონრეალის მკვლელობას) მოეწყობა შეხვედრა-დისკუსია ქალთა ფუნდამენტური უფლებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრაზე მოწვეული იქნება სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების წარმომადგენელი. სიღნაღის მერია დაწესებულებას გადასცემს წიგნებს მცირე ბიბლიოთეკის მოსაწყობად.

10 დეკემბერი 15:00 (ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე) ვაქირის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმის ,,უთქმელი ისტორიების" ჩვენება, რომელიც პირველი ქართველი ფემინისტების ისტორიებს მოგვითხრობს.

ასევე, გაიმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგების შეჯამება. 

 

გააზიარე