ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური სერვისები

5 მარტი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური სერვისებით 2024 წლის იანვარსა და თებერვალში ისარგებლა - 405 მოქალაქემ და მასზე დაიხარჯა 121 552 ლარი.
კერძოდ:
  • სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება ( 46 ბენეფიციარი) – 20650 ლარი;
  • ოპერაციების თანადაფინანსება ( 22 ბენეფიციარი) - 10405 ლარი;
  • ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაცია (15 ბენეფიციარი) - 8230 ლარი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (87 ბენეფიციარი) - 17190 ლარი;
  • სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯების ანაზღაურება - (3 სადღეღამისო ცენტრი) - 1876 ლარი;
  • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (10 ბენეფიციარი) - 2000 ლარი;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ერთჯერადი სოციალური დახმარება ( 155 ბენეფიციარი) - 29350 ლარი;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა (4 ბენეფიციარი) – 800 ლარი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვა ( 11 ბენეფიციარი) - 1800 ლარი;
  • მარტოხელა და მარჩენალდაკარგული მშობლის სოციალური დაცვა ( 7 ბენეფიციარი) – 1400 ლარი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება ( 1 ბენეფიციარი) – 350 ლარი;
  • ობოლი სტუდენტების სწავლის თანადაფინანსება (1 სტუდენტი) - 900 ლარი;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის თანადაფინანსება (2 სტუდენტი) - 1881 ლარი;
  • ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისათვის დახმარება (8 ოჯახი) - 17420 ლარი;
  • დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღსადგენად გამოყოფილი ფინანსური დახმარება (3 ოჯახი) - 4300 ლარი;
  • დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე ყოველთვიურად გასაცემმა თანხამ შეადგინა (30 ბენეფიციარი) - 3000 ლარი;

 

გააზიარე