ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამუშაო ფორმების გადაცემა

2 მარტი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, მერის მოადგილეებმა - დავით დურგლიშვილმა და გოჩა ვარდიაშვილმა ა(ა)იპ „კომუნალური1“-ის თანამშრომლებს სპეციალური სამუშაო ფორმები გადასცეს.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მაისურები, ჟილეტები, ზამთრისა და ზაფხულის სამუშაო ფორმები და ფეხსაცმელები გადაეცათ.
ა(ა)იპ „კომუნალური1-ის“ სამსახურმა უნიფორმებთან ერთად ახალი ნაგვის ურნები და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი მიიღო.

 

გააზიარე