ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საუკეთესო სპორტსმენებთან შეხვედრა

27 თებერვალი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი ხათუნა აღამონაშვილი წოლჭიმში მრავალგზის ჩემპიონს, ვეტერან სპორტსმენსა და დამსახურებულ მწრთვნელს შოთა ბეჟაშვილს და 2022 წლის ევროპის ჩემპიონს ცოტნე ბეჟაშვილს შეხვდნენ.
ათლეტიზმის ეროვნულმა ფედერაციამ 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად წოლჭიმში 2022 წელს გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი, სიღნაღელი ცოტნე ბეჟაშვილი, ხოლო საუკეთესო მწრთვნელად - შოთა ბეჟაშვილი დაასახელა.
მალხაზ ბეგიაშვილმა და გოჩა ვარდიაშვილმა ათლეტიზმის ფედერაციის მიერ დასახელებულ სპორტსმენებს სერთიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

 

გააზიარე