ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე

22 სექტემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, მოადგილეებთან, დავით დურგლიშვილთან და გოჩა ვარდიაშვილთან ერთად, წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკითხები განიხილეს. ამჟამად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები და მოსაცდელების მოწყობის გეგმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მრავალი წელია მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ასახელებს.
მიმდინარე წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ერთეული ავტობუსი შეიძინა, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან ყველა სოფლისა და დასახლებული პუნქტის მიმართულებით იმოძრავებს.

 

გააზიარე