ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრები მოსახლეობასთან

2 თებერვალი, 2023
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები სოფელ ანაგის, ვაქირის, მაშნაარის,საქობოს და ქალაქ წნორის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნენ და მათი მიერ დასახელებული პრიორიტეტული წინადადებები მოისმინეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა სოფლებში გარე განათების, სკვერის, მუზეუმის რეაბილიტაციის, სპორტული მოედნის მოწყობის წინადადებები დაასახელეს.
2023 წელს პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად საერთო გადაწყვეტლებების განხორციელებას ისახავს.

 

გააზიარე