ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი

3 ივლისი, 2023
პირველ ივლისს, წოლჭიმში სიღნაღელი მსოფლიო ჩემპიონის, შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.
ჩემპიონატს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით დურგლიშვილი, ათლეტიზმის ფედერაციის წარმომადგენლები - ლაშა სარალიძე, ელგუჯა კვიკვინია და ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი შოთა ბეგიაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში მსოფლიოს და ევროპის პრიზიორები, ასევე, ვეტერანი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.
ტურნირის ჩემპიონი და შოთა ბეჟაშვილის სახელობის თასის მფლობელი მსოფლიო ჩემპიონი, ცოტნე ბეჟაშვილი გახდა, რომელმაც 185 კგ დაძლია.
გუნდური პირველი ადგილი თელავმა, მეორე - თბილისმა, მესამე - სიღნაღის გუნდმა მოიპოვა.
სპორტსმენები ათლეტიზმის ფედერაციის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მსოფლიო ჩემპიონმა შოთა ბეჟაშვილმა დააჯილდოვეს.

 

გააზიარე