ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა

25 April, 2024
საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სიღნაღში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მათგან გამარჯვება სკოლა "ინტელექტის" მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდა მოიპოვა.
ფეინთბოლის ფედერაციისა და მერის მოადგილემ გოჩა ვარდიაშვილმა გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი შემოდგომაზე დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
➡️#ახალგაზრდებისჩართვაექსტრემალურსპორტში;
➡️#მასობრივისპორტისგანვითარება;
➡️#ცხოვრებისჯანსაღიწესისმხარდაჭერა;
➡️#ფეინთბოლის პოპულარიზაცია.

 

გააზიარე