ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოციალურად უმწეოთა კავშირის "თემი ქედელის" ორგანიზებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

25 სექტემბერი, 2023
სიღნაღის სოციალურად უმწეოთა კავშირის "თემი ქედელის" ორგანიზებით პროექტის, ,,დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობების გაძლიერება სიღნაღის მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიშვილი, მისი მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი თვითმმართველობის თანამშრომლები და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერი, რუსუდან ტუშური ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ „თემი ქედელი“ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კვლევა ჩაატარა, რომელიც შშმ პირთა საჭიროებებს იკვლევდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტრატეგიას და 2022-2024 წლის სამოქმედო გეგმას უდევს საფუძვლად.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართ და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეკრებილმა საზოგადოებამ პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია ორგანიზაცია „თემი ქედელის“ ხელმძღვანელისგან, ლალი ხანდოლიშვილისგან მოისმინეს. დასასრულს კი პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა.

 

გააზიარე