ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ტიბაანში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

23 თებერვალი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ახალი საბავშვო ბაღი შენდება.
ამ დროისთვის შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის დამთავრების შემდეგ, ტიბაანს 100 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.
სამშენებლო სამუშაოებთან ერთად საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობაც მოხდება. დაგეგმილია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

გააზიარე