ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტული დარბაზის მშენებლობა ნუკრიანში

23 თებერვალი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ამ დროისთვის შენობის სახურავის გადახურვა მიმდინარეობს.
225 კვ.მეტრის ფართობზე სპორტული კომბინირებული დარბაზი, სავარჯიშო სივრცე, საშხაპეები, გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახები მოეწყობა.
პროექტის მშენებლობა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ ფინანსდება, რომელზეც 445 837 ლარი დაიხარჯება.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ ნუკრიანის, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს, რაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს შეუწყობს.

 

გააზიარე