ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სპორტული ინვენტარის გადაცემა

24 ნოემბერი, 2021

✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ა(ა)იპ სპორტული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ დავით ჯანიკაშვილთან ერთად სპორტის სხვადასხვა სექციის მწრთვნელებს შეხვდა.

✅ მალხაზ ბეგიაშვილი არსებული ცენტრის თანამშრომლებს, მუშაობის სპეციფიკას და მიმდინარე წლის განმავლობაში ჩატარებულ ღონისძიებებს გაეცნო. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობა ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდეს და მუნიციპალიტეტი მათ მხარდაჭერას გააგრძელებს.

✅ მალხაზ ბეგიაშვილმა და დავით ჯანიკაშვილმა ა(ა)იპ სპორტული განვითარების ცენტრის მწრთვნელებს ინვენტარი გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. 

 

გააზიარე