ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზაფხულის მუსიკალური საღამო

9 ივლისი, 2023
9 ივლისს, წნორის პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუსიკალური საღამო გაიმართება.
სკვერში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები.
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერონ.
ღონისძიებაზე პატარა სტუმრებისთვის საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები გაიმართება. მათ განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. ასევე, მათ ფერადი და მხიარული კარნავალიც ელოდებათ.
მუსიკალური საღამო ანკა თათარაშვილის, სალი ცინცაძის და ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტით გაგრძელდება.
გვეწვიეთ!
ერთად გავატაროთ

 

გააზიარე