ცხელი ხაზი : (0 355) 23 20 47
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

კონკურსის ჩატარების წესი

 

 

დანართი N1

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის პროფესიულ საჯარო მოხელეთა

 კონკურსის ჩატარების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. გამოყენების სფერო

 „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა  კონკურსის ჩატარების წესი“ (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“   მე-19 მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად და განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების და ჩატარების პროცედურებს.

 

მუხლი 2. კონკურსის ჩატარების პრინციპები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი ტარდება ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, საჯაროობის, კოლეგიურობის და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

მუხლი 3. კონკურსის ცნება

1. კონკურსი არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით.

2. კონკურსის სახეებია ღია და დახურული კონკურსი, გამარტივებული საჯარო კონკურსი.

3. საუკეთესო კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა მხოლოდ ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

           4. ვაკანტურ თანამდებობად მიიჩნევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის შტატით გათვალისწინებული ის დანიშვნითი თანამდებობა, რომელიც არ არის დაკავებული პროფესიული საჯარო მოხელის მიერ.

 

  • 4. კონკურსის მიზნები და ამოცანები

  1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა.

 

2. კონკურსის ამოცანებია:

ა) საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

 ბ) ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევისა და საჯარო სამსახურში განწესების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

            გ) საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და ასევე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.

 

 

მუხლი 5. კონკურსის მონაწილისადმი დადგენილი საერთო მოთხოვნები

1. ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ პროფესიულ საჯარო მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელიც:

                ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისათვის;

                ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;

                გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

           დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

            ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

            4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 18 წელს და იცის სახელმწიფო ენა, საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მუხლი 6. კონკურსის ჩატარების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა

             1. კონკურსის ჩატარებისათვის გათვალისწინებული ხარჯები, მათ შორის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიულ საჯარო  მოხელეთა საკონკურსო (შემდგომში „კომისია“)  მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურება იფარება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

2. მოქალაქეები კონკურსში მონაწილეობისათვის მიღებულ ხარჯებს ფარავენ პირადი სახსრებით.

3. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა ეკისრება კომისიის სამდივნოს.  სამდივნოს წევრები არ იღებენ კონკურსში მონაწილეობას. სამდივნოს პერსონალურ შემადგენლობას მერთან შეთანხმებით განსაზღვრავს  კომისიის თავმჯდომარე.

 

 

  • II

 

  • , კონკურსის ეტაპები,  ჩატარების ფორმები და პირობები

 

 

მუხლი 7. კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტები

 

          1. ღია და დახურული კონკურსისბგამოცხადებისას, კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა.საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ - გვერდზე  (www.hr.gov.ge )  ატვირთოს:

 

  • ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  • ) Curriculum Vitae (CV);
  • ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
  • ) სამოტივაციო წერილი.

2. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge ).

3. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ექვემდებარება გადამოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კონკურსში მონაწილეობისათვის გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არის კონკურსში მონაწილეობაზე პირისათვის უარის თქმის საფუძველი.

          5. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კომისიის  ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენელი წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.

 

 

 

მუხლი 8. კონკურსის ჩატარების ეტაპები

 

  1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:

          ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (აპლიკაციის შეფასება/გადარჩევა);

  • )კანდიდატის შეფასება;

         გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

             2. ღია და დახურული კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია.

            3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

           4. ღია და დახურული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.

 

             მუხლი 9. ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი

 

           1. ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.

          2. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული.

          3. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ადგენს განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

          4. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.

         5. ღია და დახურული კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 სამუშაო დღით ადრე კომისია ვალდებულია ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.

         6. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.

         7. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია ან დახურული კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს ბიუროს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით.

         8. ბიურო ვალდებულია კანდიდატის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომისიასა და კანდიდატს.

          9. თუ ბიურო დაადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, კომისია ვალდებულია, კანდიდატი დაუშვას კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

 

  •    10. ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი

          1. ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

          2. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და მისი პროფესიული ცოდნის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო ფუნქციებთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის  დადგენას.

          3. კანდიდატის შეფასება ხდება  გასაუბრებით საქართველოს მტავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ;

          4. კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის შეფასების ფორმებს და აცნობებს მათ  ბიუროს.   

  1.    გასაუბრებაზე დაიშვებიან ის კონკურსანტები, რომელთაც გადალახეს ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი.
  2. .    გასაუბრებაზე დაშვებულ კონკურსანტთა სიას, გასაუბრების ჩატარების დროს და ადგილს აქვეყნებს კომისია გასაუბრების დაწყებამდე არაუმეტეს ორი დღისა.
  3. .    გასაუბრებაზე კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ წინასწარ გამოცხადებული სიის მიხედვით გასაუბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაინც. კომისიის უფლებამოსილი პირის მიერ ხდება კონკურსანტთა რეგისტრაცია სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით.
  4. .    გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა დაგვიანება/გამოუცხადებლობა საპატიო იყო თუ არა, კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან.
  5.      გასაუბრებაზე გამოცხადებისას კონკურსანტმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კონკურსანტი გასაუბრებაზე არ დაიშვება.
  6.     კონკურსანტს გასაუბრების ოთახში იძახებს კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით. გასაუბრების ოთახში კონკურსანტები შედიან სათითაოდ.
  7.      გასაუბრების დროს კონკურსანტს ეკრძალება ნორმატიული მასალის, კანონთა კომენტარების ან სხვა ანალოგიური მასალის, მობილური ტელეფონის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
  8.      გასაუბერბაზე კომისია კითხვებს აძლევს კონკურსანტს მისი პროფესიული, პირადი და პრაქტიკული უნარ - ჩვევების დადგენის მინით.
  9.       3. გასაუბრების შეფასება ხდება კომისიის თითიეული წევრის მიერ ინდივიდუალურად.

 

 0 ქულა –  დაბალი (მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმს);

1 ქულასაშუალო (დამაკმაყოფილებელი დონით პასუხობს შეფასების კრიტერიუმებს) ;

2 ქულამაღალი დონით პასუხობს შეფასების კრიტერიუმებს.

 

 

შეფასების კრიტერიუმები

  •  
  •  

სამუშაო გამოცდილება

აქვს უნარები და გამოცდილება სამუშაოს სასურველი შედეგის მისაღწევად

 

 

სამუშაო მოტივაცია (შრომითი ღირებულებები)

მოტივირებულია იმუშაოს აღნიშნულ პოზიციაზე

აქვს მუშაობის გრძელვადიანი მიზანი

 

 

კანდიდატის თვითშეფასება

აფასებს ადეკვატურად საკუთარ შესაძლებლობებს

 

 

 

კანდიდატის შეფასება

 

 

კანდიდატის მზაობა თანამდებობის დასაკავებლად

გაცნობიერებული აქვს სამუშაო მოვალეობები და პასუხისმგებლობები

 

 

 

 

 

კანდიდატის ზოგადი პიროვნული მახასიათებლები

0 ქულა - სუსტად  განვითარებული;

1 ქულა - საშუალოდ განვითარებული

2  ქულა - კარგად განვითარებული

 

შეფასების კრიტერიუმები

  •  
  •  

კომუნიკაციის უნარი

 

 

ანალიტიკური აზროვნების უნარი (პრობლემის გადაჭრის უნარი)

 

 

 

თანამშრომლობა და ჯგუფში მუშაობის უნარი

 

 

ინდივიდუალური მუშაობის უნარი

 

 

ქულათა ჯამი

 

 

 

  1.  
  2.  
  3.  
  4.  
  5.  

         19. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

         20. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წარედგინება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს.

         21.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

         22. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო - ვიდეო ჩაწერა.

 

 

 

 

 

 

თავი III

 

დასკვნითი ეტაპი

 

 

 

       მუხლი11. ღია და დახურული კონკურსის შედეგები

 

1. ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს ადგენს კომისია.  გასაუბრების ეტაპის მინიმალური გამსვლელი ზღვარია  კანდიდატისთვის მიცემული მაქსიმალური შეფასების (ქულათა) 51 %-ი.

2. კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

3. კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

4. საჯარო დაწესებულება ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში.

 

 

           მუხლი 12.  ღია ან დახურული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება

 

ღია ან დახურული კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:

         ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი  განაცხადი;

         ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.

 

 

         მუხლი 13.  ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები

 

         1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და მერიის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული ღია ან/და დახურული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.

         2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია  ვალდებულია, ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და  ბიუროს.

 

 

 

 

 

მუხლი14. კონკურსის შედეგების გასაჩივრება

 

        კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე