თამაზ ქევხიშვილი
თამაზ ქევხიშვილი
დაიბადა 1944 წელს სოფელ მანავში. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.
1982 წელს დაინიშნა სიღნაღის რაიკომის პირველ მდივნად. მის სახელთანაა დაკავშირებული სიღნაღის ციხე-გალავნის აღდგენა, ბოდბის მონასტერს გალავანი შემოერტყა და იქვე გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. აღდგენილ იქნა ისტორიული სოფელი ხორნაბუჯი. აზერბაიჯანის საზღვართან გაშენდა სოფელი ერისიმედი და ამით 1000 ჰა მიწა სიღნაღის რაიონს დაუბრუნდა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მუშაობდა:რესპუბლიკურ პროკურატურაში სამმართველოს უფროსად, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ, საგარეჯოს გამგებლად.