სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა - 26.03.2021
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს სხდომა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად უსაფრთხო ზომების გათვალისწინებით ჩატარდა. სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სოფლის პროგრამის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: ზურაბ კახეთელიძე, გოჩა შანშაშვილი.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2021 წელს განსახორციელებელი
საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ;
მომხსენებელი: ზურაბ კახეთელიძე, გოჩა შანშაშვილი.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გოგილაშვილის 2020 წლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;
მომხსენებელი: გიორგი გოგილაშვილი, ილია ბაიდოშვილი.
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერისთვის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს შექმნასა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების დელეგირებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: ია პაპუაშვილი, ილია ბაიდოშვილი.
5. „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი.
6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: ლია ბაკაშვილი, ნანა ნანობაშვილი.
დამატებით მე-7 საკითხად განიხილეს, ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.