ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 14-დან 29 წლის ჩათვლით ადამიანებმა მიიღეს.
აღნიშნული კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო და მრავალ საკითხს მოიცავდა, როგორიცაა მაგალითად ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, პრობლემები, მათი ხედვები აქტუალერ საკითხებზე და ასე შემდეგ.
კვლევაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის საფუძველზე მალე დასრულდება მუშაობა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იქნება მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე.
ვრცლად კვლევის შედეგები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.