ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვიზიტი საწარმოებში

8 April, 2021

 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მაიკე ვან კოლდამი სიღნაღის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.

 მათ მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გოგილაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული საწარმოები მოინახულეს.

 პირველად ისინი „თეთრ ფერმას“ ეწვივნენ, რომელიც სოფელ ქვემო ბოდბეში მდებარეობს და თანამედროვე სტანდარტების მქონე ჰოლშტეინის ჯიშის მერძეულ ფერმას წარმოადგენს.

 საწარმო ქართულ-ჰალანდიური ინვესტიციის ფარგლებში შეიქმნა და ყოველდღიურად 10 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მართვის სისტემა ქმნის პრეცენდენტს, საწარმო იყოს უდანაკარგო წარმოების ნათელი მაგალითი.

 თეთრი ფერმის შემდეგ სტუმრებმა ჩურჩხელების საწარმო „ბადაგი“ და „ბადაგი+“ მოინახულეს, სადაც ტყლაპის წარმოება სულ ერთი წელია რაც დაიწყეს. კომპანიაში 90 ადგილობრივია დასაქმებული და მნიშვნელოვანია, რომ ნედლეულსაც ადგილობრივი ფერმერებისგან იღებენ.

 ვიზიტის ფარგლებში ღვინისა და ყველის საწარმო „ბუტრანაც“ მოინახულს. შპს „ბუტრანა“ 2016 წელს დაარსდა როგორც ბრენდი, სადაც ყველის ნაირსახეობას აწარმოებენ, კონკრეტულად კი პროდუქტს აძველებენ საფერავში, რქაწითელში, თაფლში, თათარაში და ასე შემდეგ.

 დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი - „კავკასიის გენეტიკა“ მოინახულეს. იგი სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით მუშაობს. „კავკასიის გენეტიკა“ იყენებს მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და მეცხოველეობის სექტორის საუკეთესო გამოცდილებას.

#სიღნაღისმერია

 

 

 

 

გააზიარე