უფასო გამოკვლევები კლინიკა „ვივამედში“
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და სამედიცინო კლინიკა „ვივამედის“ ერთობლივი შეთანხმებით და ორგანიზებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა.
სოციალურად დაუცველებს, ომის ვეტერანის და შეჭირვებული ოჯახის წარმომადგენლებს (20 მოქალაქე) კლინიკა „ვივამედში“ აბულატორიული, დიაგნოსტიკური და მაღალტექნოლოგიური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.
მოსახლეობისთვის საქველმოქმედო აქცია მომავალშიც გაიმართება.