ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა"

14 May, 2021

“სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში ოცდასამი პროექტი განხორციელდება. ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართა. სოფლებში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით შეირჩა.

აღნიშნული პროგრამით პროექტების განხორციელებისთვის 340 000 ლარი დაიხარჯება. 

 

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

#ჩვენვმუშაობთთქვენთვის 

 

გააზიარე