ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმი

17 May, 2021

ქართული პროფესიული ვოკალის ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, გამოჩენილი საოპერო მომღერლის, „საქართველოს ბულბულად“ წოდებული ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმი პირველად ქალაქ სიღნაღში 1988 წელს გაიხსნა.

2019 წელს ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი „ვანოს ბაღთან“ არსებულ შენობაში გადავიდა. ახალ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახლა უკვე განახლებული ექსპონატებით, ახალი საგამოფენო დარბაზებით ელის დამთვალიერებელს.

ექსპოზიცია ოთხ საგამოფენო დარბაზშია განთავსებული, დასაც დამთვალიერებელი გაეცნობა სიღნაღის ისტორიას, სარაჯიშვილების გენეალოგიას, ვანო სარაჯიშვილის პირად და საგვარეულო ნივთებს, დოკუმენტურ მასალას და რაც მთავარია, ვიზიტორები მოისმენენ მის უნიკალურ ხმას. მუზეუმში 966 ექსპონატია დაცული.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, გარდა ორშაბათისა და ოფიციალური დღესასწაულებისა.

სამუშაო საათები: 10:00-17:00

ბოლო ვიზიტორი დაიშვება 16:30 საათზე.

მუზეუმში შესვლა უფასოა.

მისამართი: ქ. სიღნაღი; დ.აღმაშენებლის ქ#13

 

გააზიარე